×
intelligo

ბიზნეს სტარტი

950 | - 14% | 1100

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ბიზნეს სტარტის ტრენინგი ინოვაციური პროდუქტია საქართველოს ბაზარზე. იგი არ შეგასწავლით რომელიმე კონკრეტულ პროფესიას, არამედ გასწავლით გზებს როგორ დაიწყოთ ბიზნესი ცოდნით, დაგეგმილად!

ბიზნესის დაწყება მთელ რიგ კითხვებს უკავშირდება: საიდან დაიწყო, როგორ დარეგისტრირდე, როგორ შექმნა ბრენდი, როგორ გაარეკლამო, რა უნდა იყოს ღირებულება, როგორ გახვიდე მოგებაზე. ეს კურსი კი სწორედ მათზე კომპეტენტური პასუხების გაცემას გულისხმობს. იგი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს იდეა, სურვილი, მაგრამ არ იცის როგორ შეასხას მას ფრთები.

შემთხვევითი არ არის, რომ ძირითადად კომპანიებს რამდენიმე დეპარტამენტი მართავს, თითოეული პროფესიონალის ცოდნა მას უფრო ძლიერს ხდის, სწორედ ამიტომ ჩვენს კურსზე საბაზისო რჩევებს 3 სხვადასხვა პროფესიონალისგან მოისმენთ:

მარკეტერი - ბრენდის შექმნა და რეკლამირებისთვის

ფინანსისტი - ბიზნეს გეგმის შექმნაში დაგეხმარებათ

საგადასახადო ექსპერტი - გადასახადების და იურიდიული საკითხებისთვის.

ბიზნესმენი-მოწვეული სტუმარი - საკუთარი გამოცდილების და ბიზნეს ხრიკების გაზიარებისთვის.

გარდა თეორიული და ინტერაქციული მასალისა, ტრენინგის მონაწილეები ჩართული იქნებიან ბრენდის შექმნის პროცესში და პრაქტიკულად გაივლიან თითოეულ ნაბიჯს, ბრენდის სახელიდან მოგების დათვლამდე.

ბიზნესის კეთებას კომპლექსური ცოდნა სჭირდება და მხოლოდ ასეთივე კომპლექსური სწავლებით შეიძლება მოემზადოთ იმ დიდ ოკეანეში ცურვისთვის, რასაც ბიზნესი ჰქვია.

 

სილაბუსი

ბრენდინგი - როგორ შევარჩიოთ ბრენდის სახელი, ლოგო, სლოგანი

ყველაფერი შეფუთვიდან სამიზნე აუდიტორიამდე

კონტენტის შექმნა და რეკლამირება

კომპანიის რეგისტრაცია, გადასახადების ტიპების არჩევა

ბუღალტერია - მოგება ზარალის დათვლა

ფინანსები - ბიზნეს გეგმის შექმნა

საჭირო ბიზნეს სქილების გაზიარება

სტარტაპ პროგრამები და დაფინანსებები

 

თარიღი: 20 ნოემბერი-13დეკემბერი

დრო: 19:00-22:00 მდე. (20 წუთი შესვენება)

ადგილი: ი.ჭავჭავაძის 33ე. "ნეთვორქი"-ის საკონფერენციო სივრცე